ფოკუს ჯგუფის შეხვედრა კოდაში

,
ფოკუს ჯგუფის შეხვედრა კოდაში
პროექტის “ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა” ფარგლებში, კოდაში დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. Პირველად, შეხვედრას მოზარდებიც დაესწრნენ, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოხატეს უფროსების მიერ მოყოლილი ტრადიციული თამაშობებისა და რიტუალების მიმართ და სურვილი გამოთქვეს, გააცოცხლონ ისინი და დააბრუნონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
“ანგელოზობის დღისთვის შაქრიან კვერებს და კაცუნებს ვაცხობდი, ერბოს ვინახავდი და მისგან ქადებს ვაცხობდი, შემდეგ კი ანგელოზებს კარადაში მივართმევდი, უსმელ წყალთან ერთად, იქ, სადაც ჭურჭელი ინახებოდა.
გვჯერა, რომ მფარველი ანგელოზი ყველა ოჯახს ჰყავს და ამიტომ სახლთანგელოზებს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდით. ვთხოვდით ბარაქას, ჯანმრთელობასა და მშვიდობას. Ჩემმა შვილიშვილებმაც იციან ანგელოზობის მნიშვნელობა. ბერვჯერ დაგვრჩენია კარადაში და ბავშვებს უთქვამთ ანგელოზებმა შეგვინახესო.”- დევნილი დიდი ლიახვის ხეობიდან, ფოკუს ჯგუფის მონაწილე.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ოკუპირებული დიდი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მასზე ცნობიერების ამაღლებას და დევნილი მოსახლეობის საზოგადოებისთვის გაცნობას თავიანთი მტკივნეული წარსულით, საინტერესო ტრადიციებითა და ყოველდღიური ცხოვრებით.
პროექტი შეიქმნა ორგანიზაცია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის გრძელვადიანი პროექტის “ვირტუალური ოკუპირებული ტერიტორიები” – იდეის ფარგლებში. პროექტი ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს გრანტის მხარდაჭერით განხორციელდა.
Skills

Posted on

October 9, 2023

Powered by Watch Dragon ball super